გუტი: “ზიდანი უნდა დარჩეს, მაგრამ მომავალში “რეალის” თავკაცობა მეც მინდა”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა და იქვე დასძინა, რომ მომავალში “სამეფო კლუბის” თავკაცად მუშაობა სურს.
“ეს “რეალისთვის” სეზონის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზინედინ ზიდანისთვის ბოლო შანსი არ არის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც მან გუნდთან ერთად მიაღწია.
ეს უკანასკნელი შანსია “პარი სენ-ჟერმენისთვისაც”, ვინაიდან საფრანგეთის ჩემპიონატის ან ქვეყნის თასის მოგება პარიზული გუნდისთვის საკმარისი აღარ იქნება.
ზიდანმა “რეალში” მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მომავალში გუნდის თავკაცობაზე უარს არც მე ვიტყოდი”, – გუტის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.