გუტიერესი ვარჯიშს დეკემბერში დაიწყებს
შემდეგ თვეს “ნიუკასსლის” გარემარბი ხონას გუტიერესი არგენტინიდან ჩამოვა, რის შემდეგადაც “ნიუკასლთან” ერთად ვარჯიშს დაიწყებს.
ცოტა ხნის წინ 31 წლის მოთამაშემ განაცხადა, რომ სათესლე ჯირკვლების კიბო საბოლოოდ დაამარცხა. ექიმებმა კი მას საფეხბურთო კარიერის გაგრძელების ნებართვა მისცეს. გუტიერესი მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ მას ჯერ კიდევვ აქვს “ნიუკასლთან” კონტრაქტი.
“ჩვენ მისი ქირურგისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. ექიმები აცხადებენ, რომ ერთ თვეში მას ვარჯიში შეეძლება. ჩვენ მას საკმარის დროს მივცემთ და ფორმის აღდგენაში ყველანაირად ხელს შევუწყობთ.”
“იგი თავს კარგად გრძნობს. კოლოჩინიმ მითხრა, რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია. ხონასის ნახვას მოუთმენლად ველით. ეს ყველასთვის კარგი ამბავი იყო. გუნდს იგი ძალიან უყვარს.”–განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ