გვარდიოლა: “აგუეროსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს”
პეპ გვარდიოლამ “სანდერლენდთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” ლიდერზე, სერხიო აგუეროზე ისაუბრა.
“მე ვარ და სეზონის დაწყების დღიდან ვიყავი კმაყოფილი სერხიო აგუეროს მიერ ნაჩვენები თამაშებით. მაგრამ, როდესაც დიდი ფეხბურთელი ვერ თამაშობს, ყოველთვის ისმის კითხვები, მესმის, ეს ბუნებრივია.
ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაკავშირებს. ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვართ.
გაბრიელის მოსვლის შემდეგ მას გავუმხილე ჩემი გეგმები, ვუთხარი, რომ მინდოდა, მისთვის შანსი მიმეცა. თუმცა, უახლოეს მომავალში მე ორივე მათგანი დამჭირდება და მან ეს იცის, ” -აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.