გვარდიოლა: “არ ინერვიულოთ, შეიძლება, 1 მილიარდიც კი დავხარჯოთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ვესტ ჰემთან” მოგებული მატჩის (4:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულში ტრანსფერებისათვის 1 მილიარდის დახარჯვას აპირებს.
ესპანელ მწვრთნელს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ტრანსფერების შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
“არ ინერვიულოთ, მომდევნო სეზონისათვის კვლავაც ბევრი ფულის დახარჯვას ვაპირებთ – შეიძლება, 1 მილიარდიც კი დავხარჯოთ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ESPN.