გვარდიოლა: “არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ “ლივერპულს” გავასწრებთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში “ქალაქელების” შანსები მინიმუმამდეა დაყყვანილი.
“დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩში “ლესტერი” “ლივერპულს” დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ “ლივერპულს” გავასწრებთ, გუნდს, რომელმაც 17-დან 16 თამაში მოიგო.
თუ “ლივერპული” რამდენიმე მატჩს წააგებს და ჩვენ მოვიგებთ, მაშინ, შეიძლება, რამე გამოვიდეს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მომდევნო 10-11 მატჩში ისინი 4-5-ჯერ დამარცხდებიან.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ საკუთარ შედეგზე ვიფიქროთ და ყველა დარჩენილი მატჩის მოსაგებად ვიბრძოლოთ,” – აცხადებს გვარდიოლა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს და 11 ქულით ჩამორჩება მერსესაიდულ კლუბს, რომელსაც ერთით ნაკლები აქვს ნათამაშები.