გვარდიოლა არგენტინელ მწვრთნელზე: “ის საუკეთესოა”
პეპ გვარდიოლამ მარსელო ბიელსას, რომელიც მომავალ სეზონში ფრანგულ “ლილს” ჩაუდგება სათავეში, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
“მარსელო ბიელსას უდიდეს პატივს ვცემ, ვაღიარებს მის სიძლიერეს, რადგანაც მას შეუძლია, ფეხბურთელების დონე განსაკუთრებული შესაძლებლობის წყალობით აამაღლოს.
ჯერაც არ შევხვედრივარ მარსელო ბიელსას ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც მასზე ცუდი რამ ეთქვას. მასთან მუშაობით ყველა კმაყოფილია.
ბიელსას რჩევები მეც არაერთხელ გამომადგა. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.