გვარდიოლა: “ასეთი რამ მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ხდება”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ბარსელონაში” გატარებული წლები და კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები გაიხსენა.
“როცა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოვიგეთ, ჩვენთან ახალგაზრდული გუნდიდან გადმოსული შვიდი ფეხბურთელი იყო. მაგალითად: ჩავი, ინიესტა, ვალდესი და სხვები. ისინი “ბარსელონაში” 7-8 წლის ასაკიდან ირიცხებოდნენ და ვარსკვლავები გახდნენ. კლუბს ჩემის სჯეროდა და ამავდროულად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გვყავდა”, – უთხრა გვარდიოლამ La Gazzetta dello Sport-ს.
გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო თასი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი – სამ-სამჯერ.
“ასეთი რამ ცხოვრების მანძილზე შეიძლება მხოლოდ ერთხელ ხდება. დიდი ნოსტალგია მეუფლება, როცა იმ წლებში გადაღებულ ფოტოებს ვუყურებ”, – განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.