„გვარდიოლა „ბაიერნის“ რეგრესს ხელს უწყობს“
„ბარსელონა“ – „ბაიერნის“ მატჩის დასრულების შემდეგ „სქაი სპორტსის“ ექსპერტმა ჯეიმი რედნაპმა მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
„გვარდიოლა იმ კლუბში მუშაობს, რომელშიც ერთი მატჩის წაგების შემთხვევაში, სერიოზულ კრიტიკას მიიღებს. ახლა მასზე დიდი ზეწოლა იქნება.
როდესაც გვარდიოლამ ჰაინკესი შეცვალა, ყველამ იგრძნო, რომ ეს მისი ოცნების სამუშაოა. თუმცა, მან გუნდის მაღალ დონეზე აწევა ვერ შეძლო, პირიქით, პეპი გუნდის რეგრესს ხელს უწყობს.
საქმე იმაშია, რომ ლამისა და შვაინშტაიგერის მსგავსი ფეხბურთელები უკვე ასაკში არიან, ჩაბი ალონსო კი, ვერ გაახალგაზრდავდება.
სინამდვილეში, რთულია იმ გუნდის მიღება, რომელიც ჰეთთრიკს ასრულებს. მგონია, გვარდიოლას ბევრის შეცვლა სჭირდება, თუმცა მუდმივი ზეწოლის ქვეშ მუშაობა რთულია“, – განაცხადა რედნაპმა.