„გვარდიოლა „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს“
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მოთამაშის შტეფან ეფენბერგის აზრით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შემდეგი წლის ზაფხულში თავის პოსტს დატოვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ გვარიოლა „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს. 2016 წლის ზაფხულში ის ახალ გამოწვევას მიიღებს ან მცირე პაუზას აიღებს. ასე პეპი „ბარსელონასთან“ მუშაობის დასრულების შემდეგ მოიქცა“, – განაცხადა ეფენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ „ბაიერნი“ 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა.