გვარდიოლა: “ევროპული გრანდებისათვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება”

თარიღი: სექტემბერი 10, 2016

პეპ გვარდიოლა თვლის, რომ მისი გუნდი ევროპულ სარბიელზე წარმატებას ჯერ ვერ მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ “ქალაქელებმა” “ოლდ ტრაფორდზე” ჟოზეს “მანჩესტერის” დამარცხება მოახერხეს (1-2).

“ბუქარესტში 90 წუთი უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. “ვესტ ჰემთან” მატჩში კი ეს დრო 45 წუთამდე შემცირდა. იგივე მოხდა დღესაც, როდესაც უფრო მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში.

ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ევროპული გრანდებისთვის სათანადო კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებთ, ჯერ მზად არ ვართ. შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ.

გუნდში ორი თვის წინ მოვედი, თუმცა წინსვლა იგრძნობა. პრემიერ ლიგაში ჯერ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ მიდის. ჩვენი პრობლემა მომენტების გამოუყენლობაა. სანამ ამას არ გამოვასწორებთ, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.”

მსგავსი სიახლეები