გვარდიოლა: “გვინდა “იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “არსენალი” საკუთარ სდატიონებზე დავამარცხოთ”
ლონდონის “ჩელსისთან” მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (0:1) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ პრესასთან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გუნდურად ვიმოქმედოთ და ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, საუბარი ექიმებზე, შტაბის წევრებსა და ხელმძღვანელებზე მაქვს. ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ.
ჩვენი მიზანია, რომ გასვლით თამაშებშიც ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს პრესინგი შევთავაზოთ. დღეს პირველივე წუთებიდან ამას ვცდილობდით და საბოლოო ჯამში, ამან შედეგი გამოიღო.
კონკურენტები? “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჰარი კეინის გუნდი”, რომელსაც ყოველ მატჩში ორი ან სამი გოლი გააქვს. “იუნაიტედს” ჟოზე ჰყავს, რომლის სტილიც სწორედ რომ დიდი ზეწოლა და ორთაბრძოლებში დომინირებაა კონტრ-იერიშებზე თამაშის მსგავსად.
ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. გვინდა “ოლდ ტრაფორდზე”, “უემბლიზე” და “ემირეიტსზეც” ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, თუნდაც მაღალი პრესინგის პირობებში,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.