გვარდიოლა: „იუვენტუსი“ თავის შანსს დაელოდება“
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩის წინ პრესას გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტურინში გამართული პირველი შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.
„იუვეს“ ფეხბურთელთა ტრავმები? შესაძლოა, მანჯუკიჩის ნაცვლად ხვალ მორატამ ითამაშოს. მარკიზიო ასევე ვერ ითამაშებს, მაგრამ პირველ მატჩში ის ერნანესმა შეცვალა. კიელინის ტურინში არ უთამაშია, ასე რომ, ვფიქრობ, პირველ შეხვედრასთან შედარებით, ბევრი ცვლილება იქნება. მარკიზიოსთან ან მის გარეშე, „იუვენტუსი“ ძლიერი და სახიფათო მეტოქეა.
ტურინელები თავისი შანსის მოლოდინში იქნებიან. ისინი დაცვაში უფრო ძლიერები არიან, მაგრამ „იუვეს“ მწვავედ შეტევაც შეუძლია, რასაც გუნდი იტალიაში ამტკიცებს. პირველი მატჩის შემდეგ ალეგრის გუნდზე შთაბეჭდილება არ შემიცვლია. სინამდვილეში, ის უფრო ამაღლდა.
მთელი ევროპა ხვალინდელ მატჩს ნახავს, მაგრამ ჩემზე ეს არ მოქმედებს, პირიქით, ეს ფაქტი მახარებს.
რობენი? ჯერ არ ვიცი, ის ხვალ თამაშს შეძლებს თუ არა“, – ციტირებს გვარდიოლას „Football Italia“.