“გვარდიოლა ჯერ მომღიმარი სახით შემოგხედავს, შემდეგ კი ზურგსუკან გიღალატებს”
იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელუკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა რომელმაც მისი თქმით აფრიკელი ნახევარმცველი არაერთხელ მოატყუა.
“როდესაც პეპმა იაია ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა, მე მას დავურეკე. მინდოდა ამის მიზეზები გამეგო, მაგრამ მან არც კი გადმომირეკა.
ამის შემდეგ “სიტის” დირექტორთანაც ვცადე დარეკვა, მაგრამ არც მან მიპასუხა. ასე რომ, არამგონია, კლუბი სამართლიანად მაკრიტიკებდეს ჟურნალისტებთან საუბრის გამო.
პეპი ყოველთვის საუბრობს პატივისცემაზე, მაგრამ თუ პატივისცემას გრძნობ, ეს უნდა გამოავლინო კიდეც. მათგან მხოლოდ სიჩუმე ისმოდა პასუხად.
ვიცი ეს რატომაც ხდება – პეპს შურისძიება უნდა. ის საკუთარ ეგოს “სიტის” საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევს. გვარდიოლა ჯერ მომღიმარი სახით შემოგხედავს, შემდეგ კი ზურგსუკან გიღალატებს.”