გვარდიოლა: “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად არ არის”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფანებისთვის იმედგამაცრუებელი განცხადება გააკეთა. “ქალაქელთა” თავკაცის ამპლუაში გატარებული ორი წლისა და 500 მილიონ ფუნტზე მეტის დახარჯვის შემდეგ გვარდიოლა თვლის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მზად კვლავ არ არის.
“ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მხოლოდ სურვილი არ კმარა. ეს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრას მოითხოვს. გამოცდილება აუცილებელი რამ არის, თუმცა ვთვლი, რომ ზოგიერთ მომენტში ჩვენ ეს გვაკლია.
მწვრთნელის სურვილი და მონდომება საკმარისი არაა, არც ფეხბურთელების. საჭიროა, ერთიანობა იგრძნობოდეს კლუბს, პრეზიდენტს, მფლობელს, ფანებსა და გუნდს შორის.
ამ ტიტულის მოგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის ჩვენთვის. როდესაც დრო მოვა, ყველანი ვიგრძნობთ ამას. ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მიზანს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვგრძნობ, რომ მოგება შეგვიძლია,” – აცხადებს გვარდიოლა.