გვარდიოლა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს
პეპ გვარიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2021 წლამდე იქნება გაწერილი და ხელფასის წლიური ოდენობის 20 მილიონ ფუნტამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ესპანელი სპეციალისტის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ფუნტით შემოისაზღვრება, კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება – რაც რა თქმა უნდა, “ქალაქელთა” გეგმებს ეწინააღმდეგება.
“სიტი” ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 16 ქულით და შანსი აქვს, ჩემპიონობა აპრილის თვეში მოიპოვოს “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “ბარსელონას” ექს-თავკაცის პირველი სეზონი “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის რანგში არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ წელს ვითარება სრულად განსხვავებულია და ფეხბურთის ექსპერტები მისგან ბევრ ტიტულს ელიან.