გვარდიოლა: ” მართალია, “მანჩესტერ სიტის” ბევრი ფული აქვს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბის საბანკო ანგარიშზე არსებული დიდი თანხის მიუხედავად მთავარ როლს მაინც ოჯახური გარემო თამაშობს.
გასული სეზონის მიღწევებზე საუბრისას გვარდიოლა აცხადებს:”რა თქმა უნდა, მინდა ეს წარმატება მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, არამედ მთლიანი გუნდის. “მანჩესტერ სიტი” ნამდვილი ოჯახია.
ხალხი ყოველთვის ჩვენს ფულზე საუბრობს, მართალია, “მანჩესტერ სიტის” ბევრი ფული აქვს, თუმცა მთავარი ის არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთან ერთადაც ვმუშაობ.
მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ იმ ადამიანს, რომელიც თავს ისე მაგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში. ინგლისში მუშაობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება უკვე ამიხდა,” – აცხადებს გვარდიოლა.