გვარდიოლა მბაპეს შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინგლისური კლუბი “პარი სენ-ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადმოსაბირებლად სარეკორდო თანხას, 224 მილიონ ევროს ამზადებს.
“არ ვიცი, საიდან ჩნდება ეს ჭორები. “მანჩესტერ სიტი” ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს. ვფიქრობ, რომ არც “პარი სენ-ჟერმენი” მოისურვებს მბაპეს გაყიდვას”, – ციტირებს პეპ გვარდიოლას სიტყვებს Goal-ი.
კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში კი ოთხი ბურთი აქვს გატანილი.