გვარდიოლა: “მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “მანჩესტერ სიტიმ” “ნაპოლი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.
“ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გვარდიოლამ განაცხადა, რომ: “მე მოველოდი 90 წუთის განმავლობაში ბრძოლას, რადგან კარგად ვაფასებდი “ნაპოლის” შესაძლებლობებს. პირველ 35 წუთში ჩვენ შევძელით და გავიტანეთ ორი გოლი, ასევე შეგვეძლო რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ და კონტრშეტევებით ვცდილობდით პასუხის გაცემას მეტოქეზე. იტალიელები მარტივ ფეხბურთს გვთავაზობდნენ, მაქსიმუმ ორი-სამი შეხება ბურთთან. “ნაპოლი” არიას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ჩემს კარიერაში შევხვედრივარ. სწორედ ამიტომ ვარ მე ამაყი ჩემი გუნდით.” – ამბობს პეპი.