გვარდიოლა: “ნეტავ, მესის ტვინში ჩამახედა”
პეპ გვარდიოლამ კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ლეო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ნიჭიერი და პრივილეგირებული ფეხბურთელია. თუმცა, მას როგორც “ბარსელონაში”, ასევე არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ყოველწლიურად ძალიან დიდი წნეხი აქვს. ნეტავ მის ტვინში ჩამახედა და გამაგებინა, როგორ ახერხებს იგი, გაუძლოს ამ ტვირთს. ყოველ შეხვედრაში მისგან სამ გოლს ელიან. გარდა ამისა, მესის ჰყავს თანაგუნდელები, რომლებიც მას ენდობიან და მისი იმედი ნებისმიერი გასაჭირის დროს აქვთ. ასე, რომ მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა.”
“ვერ იტყვი, რომ მათ მხოლოდ “კოპა დელ რეი” მოიგეს. კატალონიელებს ძალიან რთული და სანახაობრივი სეზონი ჰქონდათ. “ბარსამ” ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა. ის ბოლო მატჩამდე სდევდა “რეალს”! ასევე, ჩემპიონთა ლიგაზეც ბოლომდე დაიხარჯნენ. ადამიანები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ “ბარსელონა”ყოველ წელს ევროპის ყველა გრანდს პირწმიდად მოუგებს,” – აცხადებს პეპი.