გვარდიოლა: “ფეხბურთელებზე არავინ ღელავს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე არავინ ღელავს და საფეხბურთო ორგანიზაციები მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ.
“სიტის” ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს, სხვადასხვა დაზიანებები აქვთ სერხიო აგუეროს, გაბრიელ ჟესუსს, ბერნანდო სილვას, ჟოაო კანსელოსა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს.
“რეალობა ისაა, რაც არის. ეს მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” არ ეხება, ვსაუბრობ ყველა კლუბსა და ქვეყანაზე. ფეხბურთელებზე არავინ ღელავს. ყველა – პრემიერ ლიგა, უეფა, ინგლისის საფეხბურთო ლიგა – ისინი მხოლოდ საკუთარ ბიზნესზე ფიქრობენ.
ფეხბურთელებს სეზონისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი კვირა ჰქონდათ და ახლა მათ 11 თვის განმავლობაში ყოველ სამ დღეში ერთი მატჩი უნდა ჩაატარონ. სანაკრებო პაუზიდან სამი ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდა. ამას ვერ გავაკონტროლებთ. მათ სურთ, რომ ფეხბურთელებმამ მომზადების გარეშე, ოთხ დღეში ორი მატჩი ჩაატარონ, ისინი მანქანები არ არიან”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.