გვარდიოლა: “პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემპიონთა ლიგა – ყველაზე ლამაზი”
28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. ინგლისური კლუბის თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.
“მე მოგება არ მინდა, არც ფინალში თამაში მინდა. ვოცნებობ, რომ ჩემმა გუნდმა უბრალოდ თავისი ფეხბურთის ჩვენება შეძლოს.
ვიცით, რომ ორივე მატჩში ძალიან გაგვიჭირდება და მეტოქეს არაერთი მომენტი ექნება. ყველამ იცის, რომ მათი გუნდის ფეხბურთელები წარმოუდგენლად ძლიერები არიან. ამ 90 წუთის მანძილზე სრულად უნდა ვისიამოვნოთ ფეხბურთით.
ინგლისის პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, ჩემპიონთა ლიგა კი ყველაზე ლამაზი.
ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და მატჩისთვის მზად არიან. მადლობელი ვართ, ასეთი შესაძლებლობა რომ გვეძლევა. ზოგიერთი კლუბისთვის ნახევარფინალში თამაში ნორმაა, თუმცა ჩვენთვის ეს ყოველივე სიახლეს წარმოადგენს,” – აცხადებს გვარდიოლა.