გვარდიოლა: “პრემიერ ლიგა ურთულესი ჩემპიონატი არ არის”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადმოსახედიდან მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი ესპანური ლა ლიგაა და არა პრემიერ ლიგა.
“ვიცი, რომ ჩემგან იმის მოსმენა გინდათ, რომ პრემიერ ლიგა ურთულესი ჩემპიონატია, მაგრამ ასე არ არის. თუმცა, ყველაზე ყურებადი სწორედ პრემიერ ლიგაა.
რა თქმა უნდა, აქ თამაში რთულია, ძალიან რთული. მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” და “კამპ ნოუზე” თამაში უფრო იოლია. არც “ატლეტიკისა” და “სევილიას” წინააღმდეგ მოგებაა ადვილი.
ბოლო ათწლეულში ევროპაში სწორედ ესპანური კლუბები დომინირებენ. “სევილიამ” ევროპა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. პრემიერ ლიგა უძლიერესი სწორედ მაშინ იქნება, როდესაც იგივეს გაკეთებას შეძლებენ ბრიტანული გუნდები,” – აცხადებს გვარდიოლა.