გვარდიოლა: “რატომ დავტოვე ტურე მანჩესტერში?”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ იაია ტურეს განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. ტურესთან ერთად რუმინეთში, “სტიაუასთან” სათამაშოდ არ წავიდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ელიკიმ მანგალა, სამირ ნასრი, უილფრედ ბონი და ჯეისონ დენაიერი.
“ტურე ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის თამაშს შეძლებდა. ამიტომაც დავტოვე ის მანჩესტერში.”
პეპმა ჯო ჰარტიც მოიხსენია: “ჩემი “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის დღიდან, ჯო ბრწყინვალედ მუშაობდა. ის ნამდვილი პროფესიონალია ისევე როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.”