გვარდიოლა: “როცა წიგნის კითხვას ვიწყებ, “ლივერპულზე” და კლოპზე ვფიქრობ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა წიგნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ის წიგნების კითხვით დაკავებული არ არის.
ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ წიგნის კითხვის დროს, ის კლოპზე და “ლივერპულზე” ფიქრს იწყებს.
“კითხვა მიყვარს, მაგრამ არ ვკითხულობ. წიგნის კითხვას ვიწყებ, შემდეგ კი “ლივერპულზე” და კლოპზე ვფიქრობ, ამიტომ კონცენტრაციას ვკარგავ. ხალხი ამბობს, რომ მე წიგნებს ვკითხულობ. სინამდვილეში, ასე არ არის. შესანიშნავი ბიბლიოთეკა მაქვს, მალე ან ცოტა მოგვიანებით, წიგნებს წავიკითხავ, მაგრამ ახლა დრო არ მაქვს”, – განაცხადა გვარდიოლამ.