გვარდიოლა: “სიტი” “ბარსელონაზე” ათი წლით უკანაა”
პეპ გვარდიოლას აზრით, “მანჩესტერ სიტის” ათი წელი სჭირდება, რათა ეს კლუბი “რეალის”, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” გაუთანაბრდეს.
“ჩემი მეთოდების შეცვლას არ ვაპირებ, რადგან მოქმედების სხვა გზა არ მაქვს. ნებისმიერ შეხვედრაში თამაში 11 კაცი 11-ის წინააღმდეგაა. განსხვავება მხოლოდ მსაჯის გადაწყვეტილებებსა და თამაშის დაბალანსებაშია.”
“წინა სეზონში კარგად გამოვიყურებოდით. იმედი მაქვს, მომავალიც სწორედ ასეთივე იქნება. ზოგი თვლის, რომ ჩატარებული სეზონი წარუმატებელი იყო, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გავაკეთეთ.”
“სანამ “სიტიში” მოვიდოდი, შვიდი წელი ვიყავი მწვრთნელი. ამ დროის მანძილზე ექვსჯერ მოვიგე ქვეყნების ჩემპიონატები. მწყდება გული, რომ ეს ერთხელ ვერ მოვახერხე და იმ სეზონიდან ბევრი რამ ვისწავლე. ასევე, ხშირად ვიყავი ჩემპიონთა ლგიის ნახევარფინალებში. წელს ასე არ მოხდა, თუმცა “ბარსაც” ყოველთვის ვერ აღწევდა ამ ეტაპამდე.”
“სიტი ძალიან კარგი გუნდია. ეს კლუბი ზედიზედ ხუთჯერ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. თუმცა, “ბარსას”, “ბაიერნის” და “რეალის” დონემდე მისაღწევად მთელი ათი წელია საჭირო,” – აცხადებს გვარდიოლა.