გვარდიოლა “სიტის” ხელმძღვანელობას სტერლინგის შენარჩუნებას აიძულებს
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გუნდის ხელმძღვანელობას რაჰიმ სტერლინგის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. სტერლინგს კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული და მისით მადრიდის “რეალი” ინტერესდება.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ მისით კმაყოფილნი ვართ და გვსურს რაჰიმი “სიტიში” დარჩეს. კლუბმა მკითხა მის შესახებ და ჩემი პასუხი გასაგებია, რაც იქნებოდა. ამის შემდეგ კონტრაქტზე ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის აგენტი იზრუნებენ, მე ამაში არ ვერევი. ხანდახან მსგავს საკითხებს თავისი დრო აქვს შესასრულებლად. რაც მთავარია, სტერლინგმა და მისმა ხალხმა იცის, თუ როგორი მოხარულები ვართ მისი თამაშით”, – განაცხადა გვარდიოლამ “ფულჰემთან” შეხვედრის წინ.
მოსალოდნელი იყო, რომ სტერლინგი “ფულჰემთან” თამაშს ვერ შეძლებდა, სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთთან და შვეიცარიასთან ვერ ითამაშა, თუმცა პეპის მტკიცებით, “თეთრების” წინააღმდეგ 23 წლის ინგლისელი ასპარეზობას შეძლებს.
23 წლის სტერლინგი “მანჩესტერში” “ლივერპულიდან” 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ 2015 წელს გადავიდა და 100 მატჩში 33 გოლი შეაგდო.