გვარდიოლა “სიტის” ფეხბურთელზე: “როცა გუნდში მისნაირი სამი მოთამაშე გყავს, პრემიერ ლიგას აუცილებლად მოიგებ”
დღეს, პრემირ ლიგის ლიდერი, “მანჩესტერ სიტი” მეშვიდე ტურის ეგიდთ გასამართ შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება. “ქალაქელების” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ წინასამატჩო კონფერენციაზე მის ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენზე, ბრაზილიელ ფერნანდინიოზე ისაუბრა.
“ფერნანდინიოს ყველაფერი შეუძლია. რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ, მის გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა.”
“ის არის ძალიან სწრაფი და ჭკვიანი; შეუძლია, საჰაერო ორთაბრძოლების ხშირად მოგება. ფერნანდინიო რამდენიმე პოზიციაზე უპრობლემოდ თამაშობს.”
“თუ გუნდს სამი ფერნანდინიო ეყოლება, ის აუცილებლად მოიგებს პრემიერ ლიგას. ჩვენ მხოლოდ ერთი გვყავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის!” – განაცხადა კატალონიელმა მწვრთნელმა.