გვარდიოლა სიტუაციის გამოსწორების გზებს ეძებს, მოთამაშეები წარუმატებლობის მიზეზს ასახელებენ
2 თებერვალს, ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ სიტი” “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს 45 წუთი ალოდინა. “დეილი მეილის” ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი საკუთარ ფეხბურთელებთან ჩატარებულ შეხვედრასა და სიტუაციის გამოსწორების გზებს განიხილავდა. ზოგიერთმა მოთამაშემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა ხშირი როტაციის ბრალია.
გვარდიოლას მიმდინარე სეზონში იდენტური შემადგენლობა ზედიზედ ორ მატჩში არ დაუყენებია. გამოცემის თანახმად, გუნდიდან მიკელ არტეტას წასვლის შემდეგ პეპი მუდმივად ცვლის სათამაშო სქემას, მათ შორის უშუალოდ მატჩის მიმდინარეობის დროსაც. ესპანელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდის შემადგენლობა 76-ჯერ შეცვალა, ფრენკ ლამპარდმა 60-ჯერ, ხოლო იურგენ კლოპმა 46-ჯერ.
“სიტის” ფეხბურთელები შიშობენ, რომ შემადგენლობის ასეთი არამდგრადობა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ძვირად დაუჯდეს.