გვარდიოლა: “უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ, ეს ზედმეტია”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება უეფასა და ფიფას მიერ შემუშავებული დატვირთული განრიგის გამო.
“ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები. ვიცი, რომ ფეხბურთელებს ყოველ მატჩში სურთ მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს შეუძლებელია. როტაციის გარეშე, ყველაფერი გართულდება.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელის მოვალეობაა, რომ ითამაშონ, მაგრამ მათ სხეულებს დასვენება სჭირდებათ. უეფა და ფიფა ფეხბურთელებს კლავენ, ეს უკვე ზედმეტია. სეზონის დაწყების შემდეგ შუა კვირაში შესვენება ერთხელაც არ გვქონია.
არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ყოველივე ამას ფიზიკური ან მორალური თვალსაზრისით გაუძლებს. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
როდესაც როტაციას ვახორციელებ გუნდში, ყველა მაქებს და მეუბნება, რომ გენიოსი ვარ. მაგრამ, როდესაც როტაციის შედეგად ვმარცხდებით, ყველა მე მაბრალებს,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.