გვარდიოლა: “ვიცი, რომ წესს ვარღვევ, მაგრამ ამის გაკეთებას არ შევწყვეტ”
პეპ გვარდიოლა უკვე რამდენიმე მატჩია, რაც საჯაროდ ჩნდება ყვითელი ბაფთით, რომელიც მას სამოსზე აქვს მიმაგრებული. როგორც ცნობილია, ის ამას აკეთებს კატალონიელი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელიც მოითხოვდნენ, რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ისინი დაიჭირეს.
“გაფრთხილება მივიღე, რომ ამის კეთება არ შეიძლებოდა. თუმცა, მაინც არ მოვიხსნი ბაფთას. პირველ რიგში, მე ადამიანი ვარ, შემდეგ მწვრთნელი. ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა ციხეში ჩასვეს. რამდენიმე მათგანი კი კატალონიიდანაა წასული და თუ იქ ჩავლენ, დაიჭერენ. ეს მარაზმია. თქვენ დასთანხმდით ბრექსიტს, შოტლანდიის რეფერენდუმს. ჩემს ხალხსაც აქვს თავისი სურვილი,” – აცხადებს პეპი.