გვარდიოლამ “ბორუსიას” წარმატების მთავარი მიზეზი დაასახელა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, “ბორუსიასთან” მოახლოებული მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა. გვარდიოლა თვლის, რომ გერმანულ კლუბს საკმაოდ კარგად იცნობს.
“თუ მანჩესტერში არის ვინმე, ვინც დორტმუნდის “ბორუსიას” იცნობს, ეს მე ვარ. ძალიან კარგად ვიცნობ ამ კლუბის კულტურას, თუ როგორ თამაშობენ.
დორტმუნდის “ბორუსიას” რიგებში ერთი ფეხბურთელიც არ არის, რომელიც უმაღლესი დონის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
კითხვას, თუ რა წარმოადგენს “ბორუსიას” წარმატების მთავარ მიზეზს, პეპმა ამგვარად უპასუხა – “ისინი ძალიან ბევრს ხარჯავენ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ასევე მათ აგენტებზე. სწორედ ეს არის მათი ფილოსოფია.”
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტისა” და “ბორუსიას” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი “ეტიჰად სტედიუმზე” გაიმართება. შეხვედრა 6 აპრილს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.