გვარდიოლამ დაასახელა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვინც კი უნახავს.
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ფილ ფოდენი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მას უნახავს.
“ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს. მისი პრობლემა ისაა, რომ ზოგჯერ მწვრთნელი სასტარტო თერთმეტეულში არ აყენებს. ფოდენი თამაშს იმსახურებს, მაგრამ მისი კონკურენტების ფონზე, ეს ადვილი არ არის. ის ბევრს შრომობს და იცის, მე აქ იმიტომ ვარ, რომ მას დავეხმარო”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ფოდენი 19 წლისაა. მას “სიტის” პირველ გუნდში დებიუტი ორი წლის წინ ჰქონდა.
PEP 🗣 He (Foden) is the most talented player I have ever seen. His problem is sometimes his manager doesn’t put him in starting XI. He deserves all the minutes but with his competitors it isn't easy. He works incredibly. He knows I’m here to help him.
— Manchester City (@ManCity) July 26, 2019