გვარდიოლამ გარი ნევილის კრიტიკას უპასუხა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით, “ლესტერთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და გარი ნევილსაც წაკბინა (ნევილმა გვარდიოლა “ბარნლისთან” მატჩში მხოლოდ 6 სათადარიგო ფეხბურთელის ყოლის გამო გააკრიტიკა).
“საბედნიეროდ სტოუნზი თამაშს შეძლებს, სილვა – ვერა. “ლესტერთან” გასამართი მატჩის განაცხადში 18 ფეხბურთელი შევიყვანე, ასე რომ, ნევილი კმაყოფილი იქნება.
მინდოდა, აგუეროსთვის დასვენების საშუალება მიმეცა, მაგრამ ის ერთადერთი ცენტრფორვარდია, რომლის გამოყენების საშუალებაც მაქვს. გაბრიელ ჟეზუსი კი 1-2 კვირაში უნდა დაბრუნდეს.
ძალიან რთული და დატვირთული კალენდარი გვაქვს. “ლესტერთან” გასამართი მატჩიდან სამ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში, შემდეგ კი ინგლისის ლიგის თასის ფინალი გველის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ,” – აცხადებს გვარდიოლა.