გვარდიოლამ გრიზმანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

თარიღი: მაისი 17, 2019

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის “იუვენტუსში” გადაბარგებას არ აპირებს.

როგორც უკვე იცით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ კლუბს მასიმილიანო ალეგრი დატოვებს, მის ერთ-ერთ შემცვლელად პეპ გვარდიოლა სახელდება. ასევე, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი ანტუან გრიზმანის საკითხზეც გააკეთა.

“რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ “იუვენტუსში” არ მივდივარ… მომდევნო სეზონში ისევ “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი ვიქნები. გრიზმანი? “სიტი” მის შეძენას არ აპირებს, ამიტომ “ბარსელონამ” არ უნდა იღელვოს”, – თქვა გვარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები