გვარდიოლამ ყველაზე რთული ჩემპიონატი დაასახელა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ იმ ჩემპიონატებიდან, რომლებშიც მას უმუშავია, ყველაზე რთულად მოსაგები დაასახელა.
ესპანელი სპეციალისტის აზრით, პრემიერ ლიგის მოგება ყველაზე რთულია.
“პრემიერ ლიგის მოგება ბუნდესლიგასა და ლა ლიგაზე რთულია. ამას თავისი მიზეზებიც აქვს: ამინდი, სტადიონი და დასვენების დღეების ნაკლებობა. იმედი მაქვს, მომდენო კვირას ჩემპიონობას ვიზეიმებთ”, – ციტირეს გვარდიოლას სიტყვებს “მარკა”.