გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად ვერ გააღწია
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “მონაკომ” “მანჩესტერ სიტი” 3:1 დაამარცხა და მომდევნო სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველად ვერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სხვა შემთხვევებში კი, მისი გუნდი ყოველთვის ახერხებდა ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლას. როგორც მოგეხსენებათ, გვარდიოლას “ბარსელონას” გარდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის პოსტზე უმუშავია.