გვარდიოლას ჩაბი ალონსოს “ბარსელონაში” წაყვანა უნდოდა
მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო აღიარებს, რომ ის ძალიან ახლოს იყო პეპ გვარდიოლას “ბარსელონაში” გადასვლასთან, სანამ “ბერნაბეუზე” დაბანაკდებოდა.
“ეს “რეალში” გადასვლამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა. “ლივერპულმა” მითხრა, რომ მათ ჩემი გაყიდვა სურდათ. ჩემს მიმართ კი ინტერესს პეპ გვარდიოლა იჩენდა.
როგორც მან რაფა ბენიტესს უთხრა, მე მის სათამაშო მოდელს შევეფერებოდი და ამიტომაც სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ იმ დროისთვის მას ბუსკეტსი ჰყავდა, რომელმაც მას იმედები ჩაუსახა.
საბოლოო ჯამში, გვარდიოლამ არჩევანი ბუსკეტსზე გააკეთა და არც შემცდარა,” – განაცხადა ესპანელმა ნახევარმცელმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ალონსო “რეალში” 2009 წელს გადაბარგდა და სანამ “ბაიერნში” გადაბარგდებოდა, ორჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და სუპერთასის.