გვარდიოლას პასუხი კითხვაზე ‘არის თუ არა ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი?’
“მანჩესტერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ ის თავს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად არ მიიჩნევს. ესპანელმა სპეციალისტმა Football Daily-ისთან ინტერვიუს დროს ჟურნალისტს საინტერესო პასუხი გასცა.
– თქვენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხართ?
– ვიყავი.
– საუკეთესო აღარ ხართ?
– რას ნიშნავს საუკეთესო მწვრთნელი? თავი საუკეთესოდ არასოდეს მიგრძვნია. მაშინაც კი, როცა “ბარსელონაში” ზედიზედ ექვსი ტიტული მოვიგე, თავი საუკეთესოდ არ მიმაჩნდა. ვიგებდი, რადგან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი მყავდა. მე კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ საუკეთესო – არა. მომეცით გუნდი, რომელიც არ იქნება “მანჩესტერ სიტის” მსგავსი, მე ვერ გავიმარჯვებ.
🗣Reporter: "You're the best coach in the world?"
🗣Pep: "I was. What is the best coach? I never felt like the best, give me a team that isn't like Manchester City and I'm not going to win" pic.twitter.com/HdEdF8PVUI
— Football Daily (@footballdaily) February 11, 2020