გვარდიოლას პირველი კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ
“მანჩესტერ სიტის” 21-მატჩიანი მოგებათა სერია მანჩესტერულ დერბიში ოლე გუნარ სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაასრულა. პრინციპულ მეტოქესთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, პეპ გვარდიოლამ პრესასთან ისაუბრა.
“სიახლეებში ჩვენზე ისაუბრებენ, რადგან დავმარცხდით. მაგრამ ისაუბრებენ იმაზე, რომ 21-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. წინ 30 ქულაა გასათამაშებელი და ახალი სერია უნდა შევქმნათ. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ასეც ხდება.
ფანტასტიკური მატჩი შედგა. “იუნაიტედი” წარმოუდგენლად მაღალ პრესინგს თამაშობდა, კონტრშეტევებზეც ძალიან სწრაფები იყვნენ. ჩვენ კარგად ვითამაშეთ. საუბედუროდ, დამაგვირგვინებელ მომენტში საკმარისად ზუსტები არ ვიყავით.
დავმარცხდით, თუმცა კარგად ვითამაშეთ. მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ამ მატჩისგან გაკვეთილი ვისწავლოთ,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.