გვარდიოლას სამიზნე “ბაიერნის” ვარსკვლავია
პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტიში” მისვლის შემდეგ ცდილობს შემადგენლობის განახლებასა და მაქსიმალურად ძლიერი კოლექტივის შეკრებას. ერთ-ერთი პოზიცია, რომელზეც კატალონიელი ახალ მოთამაშეს ეძებს, მარცხენა მცველის ადგილია.
The Sun-ი იტყობინება, რომ გვარდიოლას რჩევით, “ქალაქელთა” ხელმძღავნელობამ “ბაიერნის” მესვეურებთან დევიდ ალაბას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ინგლისელები ავსტრიელში, დაახლოებით, 40 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
გეტყვით, რომ გვარდიოლა “ბაიერნში” ალაბას 3 წელი წვრთნიდა. 24 წლის მოთამაშემ გასული სეზონის მაისში გააფორმა ახალი, ხუთ წლიანი კონტრაქტი ბავარიულ კლუბთან.
მთავარი ფაქტორი, რამაც ავსტრიელ მცველს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა უნდა გადააწყვეტინოს, ის ურთიერთობაა, რომელიც გვარდიოლასა და ალაბას შორის არის.
საინტერესოა, დაიყოლიებს თუ არა პეპი დევიდს პრემიერ ლიგაში თამაშზე.