გვარდიოლას წარმოუდგენელი სტატისტიკა: ტიტული ყოველ 23 მატჩში ერთხელ
25 აპრილს “უემბლიმ” ინგლისის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა “მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის “ტოტენჰემს” შორის. ფინალი აიმერიკ ლაპორტეს მიერ გატანილი გოლის ხარჯზე “მანჩესტერელთა” გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული 50 წლის პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში რიგით 30-ე გახდა. შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარეირა 2008 წლის ივლისში “ბარსელონაში” წამოიწყო, რის შემდეგაც კარიერა “ბაიერნში” გააგრძელა.
ასე რომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პეპ გვარდიოლა ტიტულს საშუალოს ყოველ 23 მატჩში ერთხელ იგებს, რაც ნამდვილად წარმოუდგენლად კარგი შედეგი გახლავთ.
“ბარსელონას” თავკაცის რანგში პეპ გვარდიოლამ 247 მატჩი გამართა და 14 ტიტული მოიგო, “ბაიერნის” მწვრთნელობისას – 161 მატჩი (7 ტიტული), ხოლო “სიტის” დამრიგებლის როლში ჩატარებულ 285 მატჩში 9 ტიტული მოიგო.