ჰაინცე მარსელში ბიელსას თანაშემწე იქნება

თარიღი: მაისი 13, 2014

არგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე “მარსელში” მარსელო ბიელსას თანაშემწე იქნება.

უცხოური პრესის ცნობით ჰაინცეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. წლების მანძილზე არგენტინელი მოთამაშე “მანჩესტერის”, “რეალის”, “რომას” ბოლო დროს კი, “ნიუელს ოლდ ბოისის” ღირსებას იცავდა.

ჰაინცეს კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია “მარსელში” გატარებულ პერიოდს. ფრანგულ კლუბში მცველი 2009-2011 წლებში ასპარეზობდა და 57 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები