“ჰალ სიტი” სახელს ვერ შეიცვლის
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია “ჰალ სიტის” სახელის შეცვლის უფლებას არ მისცემს. კლუბის პრეზიდენტ, ასელ ალამს სურს, რომ კლუბს “ჰალ ტაიგერსი” დაარქვას. მისი აზრით, ეს სახელი მარკეტინგული თვალსაზრისით წინ წაწევს გუნდს. მაგრამ, პრეზიდენტის ასეთ გადაწყვეტილებას კლუბის ფანები ეწინააღმდეგებიან.
ბრიტანული პრესის ცნობით, ამ საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საფეხბურთო ასოციაცია შემდეგ თვეში მიიღებს. საინტერესოა, რომ ალამი, რომელმაც “ჰალ სიტი” 2010 წელს ფინანსური კრიზისიდან იხსნა, მისი თხოვნის უარყოფის შემთხვევაში კლუბის დატოვებით იმუქრება.