“ჰამბურგის” ფეხბურთელმა ინტერვიუ შეწყვიტა და ფანთან საჩხუბრად წავიდა (ვიდეო)
14 სექტემბერს, გერმანიის თასის პირველ რაუნდში დრეზდენის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ჰამბურგი” მიიღო და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, “ჰამბურგის” ფეხბურთელმა ტონი ლეინსტერმა ინტერვიუ შეწყვიტა და ტრიბუნაზე ერთ-ერთ ფანთან საჩხუბრად წავიდა. ინციდენტი მალევე განიმუხტა.
მოგვიანებით, ლეინსტერმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა.
“ჩემ მშობლიურ ქალაქში გამართული მატჩის დროს ტრიბუნიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩვეულებრივ, ამას ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემ ოჯახს, მეუღლეს და ქალიშვილს. სწორედ ამიტომ, წყობიდან გამოვედი. მიუხედავად ამისა, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. მე ვარ მამა, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს. ბოდიშს ვიხდი და პირობას ვდებ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება”, – განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.
After their 4-1 loss, Hamburg defender Toni Leistner stopped his post match interview and confronted an opposing fan in the stand.
(via @AndrewCesare)pic.twitter.com/r0wqynbAH5
— ESPN FC (@ESPNFC) September 14, 2020