“ჰამბურგმა” “ჰერტას” მოუგო – ჩაკვეტაძე კვლავ სკამზე დარჩა
თარიღი: მაისი 20, 2022

ბუნდესლიგის პლეი-აუტში ერთმანეთს ბერლინის “ჰერტა” და “ჰამბურგი” უპირისპირდებიან. პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ მორჩა და “ჰამბურგმა” 0-1 იმარჯვა.
ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე რეისმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგი უკვე 1 თვეზე მეტია სკამზეა და ამჯერადაც, ასე მოხდა. მწვრთნელს მოედანზე არ შეუყვანია.
განმეორებითი მატჩი 23 მაისს ჰამბურგში ჩატარდება. ფაქტია, “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში დასაბრუნებულად დიდი ნაბიჯი გადადგა და ამ დროს, დიდი ალბათობით, ქართველის გამოსყიდვა არ მოხდება.
მსგავსი სიახლეები