ჰამშიკი: “ეს ბოლო ათწლეულის საუკეთესო “ნაპოლია”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ნაპოლიმ” გასვლაზე კიევის “დინამო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩი იტალიელთა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა შეაჯამა.
“სამშობლოდან შორ მანძილზე მიღწეული გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო. ეს შეხვედრა გაკვეთილად უნდა იქცეს. არ შეიძლება, შვიდი კუთხურის მოწოდების საშუალება მისცე მეტოქეს, რომელიც მოედანზე ათი კაცით არის.
ცოტაოდენ დაძაბულები ვიყავით, ვინაიდან ჩემს ბევრ თანაგუნდელს ჩემპიონთა ლიგაზე მანამდე არ უთამაშია.
“ნაპოლის” ღირსებას ვიცავ უკვე ათი წელია, მაგრამ ასე ძლიერად არასდროს გვითამაშია. ეს ბოლო ათწლეულის საუკეთესო “ნაპოლია”, – ციტირებს ჰამშიკის სიტყვებს Mediaset Premium.