ჰანდანოვიჩმა “ინტერთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმა

თარიღი: ნოემბერი 6, 2015

სლოვენიელი გოლკიპერი საფეხბურთო კარიერას მილანში აგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 წლის სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერის” ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეუთანხმდა. მოგეხსენებათ, მიმდინარე კონტრაქტი უკვე სეზონის ბოლოს იწურება.

იტალიური გაზეთის ინფორმაციით, ვეტერანი სლოვენიელი კლუბისგან ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. ახალი კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს იმ შესაძლო ბონუსებს, რომლებსაც გოლკიპერი გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგების შემთხვევაში მიიღებს.

შეგახსენებთ, სერია ა-ს განვლილი 11 ტურის შემდეგ “ნერაძური” ცხრილში პირველ ადგილს “ფიორენტინასთან” ერთად იკავებს.

მსგავსი სიახლეები