კეინი “ტოტენჰემის” კრიზისზე: “ასეთ რთულ მდგომარეობაში პირველად ვართ”
ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ლიდერი, ჰარი კეინი, გუნდის ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ “სპურსმა” ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოს სამის მოგება შეძლო.
“ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩემი “ტოტენჰემში” ყოფნის პერიოდში პირველად ვართ. ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ, რომ გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას.
წარმატების გზა ყოველთვის დაბრკოლებებითაა სავსე. ეს მორიგი ბარიერია ჩვენთვის და ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ მის დაძლევას. ჩავარდნები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
გუნდის თითოეული წევრი მწვრთნელის ჩათვლით მოსვლის დღიდან თავდაუზოგავად და დაუღალავად შრომობს “ტოტენჰემის” წარმატებისთვის და არაფერი შეცვლილა,” – აცხადებს კეინი.
პრემიერ ლიგის 9 ტურის შემდეგ “ტოტენჰემის” აქტივში 12 ქულა გროვდება და ამ მაჩვენებლით მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს.