ჰარი კეინი – წლის საუკეთესო ბომბარდირი მსოფლიოს მასშტაბით
ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელმა ლიდერმა, ჰარი კეინმა “საუთჰემპტონის” კარში ჰეთ-ტრიკის გაფორმებით მსოფლიო კიდევ ერთხელ გააკვირა და ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა. 2017 წელი კეინისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო (თუმცა, მხოლოდ ინდივიდუალური თვალსაზრისით და არა გუნდური).
• კეინმა ოქტომბრის თვეში გადაასწრო კრიშტიან რონალდუს პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. თანაც, ბრიტანულ ლიგაში 84 გოლის გასატანად მას 73-ით ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა.
• კეინი პირველი ინგლისელია 60-იანი წლების შემდეგ, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა.
• მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ერთი თვე გაუცდა, კეინმა მესისა და შირერს მაინც გადაუსწრო.
• ზედიზედ მესამე სეზონია, რაც კეინს 20-ზე მეტი გოლი გააქვს პრემიერ ლიგაში. ასეთი შედეგი მხოლოდ აგუეროს, შირერს, ანრისა და ვან ნისტერლოის აქვთ დაფიქსირებული.
• კეინი პირველი ფეხბურთელია 2009 წლის შემდეგ, რომელმაც კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების ოდენობით მესისა და რონალდუს გადაუსწრო. ბოლოს ეს დავიდ ვილიამ შეძლო (43 გოლი “ბარსას” მაისურით)
• კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რეკორდი, რომელიც კეინმა ახლახან დაამხო, შირერს 22 წლის მანძილზე ეკუთვნოდა. ახლა კი ის ჰარის საკუთრებაშია.