ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა?
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეიონმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს.
23 წლის ფეხბურთელი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მილუოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (6:0) დაშავდა და მე-10 წუთზე მოედანი დატოვა. “გარდიანის” ინფორმაციით, ინგლისელმა თავდამსხმელმა ტერფის ტრავმის გამო შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.
“კეინმა ტერფი “სანდერლენდთან” გამართულ შეხვედრაშიც დაიშავა. ხვალ ის სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება.
კეინი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მაგრამ თუ ამ სეზონში დასახულ მიზანს ვერ მივაღწევთ, მისი ტრავმით თავის მართლებას არ დავიწყებთ”, – განაცხადა “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ.
ჰარი კეინმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
იხილეთ ვიდეო